დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩებში მანქანითა და ველოსიპედით პატრულირების გარდა, ელექტროსკუტერებით პატრულირებაც დაიწყეს. პოლიცია მოელის, რომ ამით იმიჯს გაიუმჯობესებს, რადგან საპატრულო მანქანები სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნიან. ელექტროსკუტერები პოლიციას საგანგებო სიტუაციებზე უკეთ რეაგირებასა და შემთხვევის ადგილამდე საცობების გარეშე მისვლაში დაეხმარება – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
პოლიციის ელექტროსკუტერს ლურჯი ციმციმა და გამაფრთხილებელი სიგნალი არ აქვს და მხოლოდ ჩვეულებრივი ფარებით არის აღჭურვილი. ამ სკუტერების მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/საათია და ერთი დამუხტვით 30 კმ მანძილის გავლა შეუძლიათ.