წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
ღონისძიება 5 სპიკერს უმასპინძლებს, რომლებიც მასტერკლას ჩაატარებენ ბიზნესის კუთხით აქტუალურ თემებზე, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება 15 ბიზნეს კომპანია, რომლებიც თავიანთ ისტორიასა და ამ კუთხით არსებულ სიახლეებს გაგვიზიარებენ.
კრეატიული სააგენტო AdHub Georgia-ს აერთიანებს სარეკლამო და მარკეტინგის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ბიზნეს სამიტი 2023-ის სტუმრებს საინფორმაციო ბროშურებს გადასცემს.