გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება 4%-ით, $1.09-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 4%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 24,000 დოლარს აღწევს. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 458 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ეთერიუმის ფასი 1,690 დოლარამდეა გაზრდილი; კაპიტალიზაცია კი 200 მილიარდ დოლარს აღწევს. ერთ კვირაში ეთერიუმის ღირებულება 6%-ითაა გაზრდილი.
მკვეთრადაა გაძვირებული:Cardano, Solana, Avalanche, Polkadot, Polygon.
კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გამკაცრებასთანაა დაკავშირებული, ნაცვლად 50-75 საბაზო პუნქტისა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ტემპის შენელების სიახლეს ინვესტორების და ტრეიდერები, ბუნებრივია, პოზიტიურად იღებენ, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი – პირიქით.