კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 24 საათში თითქმის 11.9%-ით შემცირდა და ამჟამად 865.15 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ასევე იაფდება Bitcoin-იც, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოს ღირებულება ბოლო დღე-ღამეში 10%-ზე მეტით დაეცა და 17,834 დოლარამდე ღირს, რაც თითქმის 2-წლიანი მინიმუმია.
კრიპტობაზარზე მერყეობა ახალი ამბავი არაა, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა Binance-ის მიერ მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის შეძენასთანაა დაკავშირებული. Binance-მა კონკურენტის და გაკოტრების პირას მყოფი FTX-ის შეძენა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.
სიახლე იმის შესახებ, რომ FTX ვეღარ ახერხებდა ვალდებულებების დაფარვას და მომხმარებლების მომსახურებას, რასაკვირველია, უარყოფითად აისახა ინვესტორების განწყობაზე და 24 საათში FTX-ის მონეტა 70%-ით შემცირდა.
Bitcoin-თან ერთად იკლებს თითქმის ყველა წამყვანი კრიპტოვალუტის ფასიც.
10 უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასის ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:
- Bitcoin-ის ფასი 7 დღის განმავლობაში 12.85%-ით შემცირდა. ერთი ბიტკოინის ფასი მოცემულ მომენტში 17,834 დოლარია.
- Ethereum-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 21.84%-ით დაეცა. დღეს ერთი Ethereum 1,204 დოლარი ღირს.
- Tether 7 დღეში მცირედით, 0.12%-ით გაიაფდა და 1 დოლარი ღირს.
- BNB-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 5.23% -ით შემცირდა. ერთი BNB 302 დოლარი ღირს.
- USD Coin-ის ფასმა პირიქით, 0.08%-ით მოიმატა ერთი კვირის განმავლობაში და ერთი USD Coin დღევანდელი მონაცემებით, ასევე 1 დოლარი ღირს.
- მცირედით, 0.10%-ით გაიზარდა Binance USD-ის ღირებულებაც 7 დღის განმავლობაში და ერთი Binance USD დღეს 1 დოლარი ღირს.
- XRP-ის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში 16.76%-ით შემცირდა. ერთი XRP დღეს 0.3735 დოლარი ღირს.
- Cardano ADA-ის ფასი ბოლო 7 დღეში 8.17%-ით შემცირდა და დღეის მონაცემებით, 0.3609 დოლარი ღირს.
- Dogecoin-ის ღირებულებამ მკვეთრად, 7 დღეში 31.87%-ით იკლო. ერთი Dogecoin 0.08831 დოლარი ღირს.
- მეათე ადგილზეა Polygon, რომლის ღირებულებაც ბოლო 7 დღეში 10.99%-ით შემცირდა. ერთი Polygon-ის ღირებულება კი 0.9427დოლარს შეადგენს.