საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გეგმური რეაბილიტაცია დაასრულა და რეისების მიღება განაახლა.
პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 გაფრინდა.
„რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარი იყო, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.