ქუთაისში, მალე, ახალი მულტიფუნქციური სამკერვალო გაიხსნება.
არსებული ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობა პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
“ჩვენს ქალაქში გაიხსნება ახალი მულტიფუნქციური სამკერვალო, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და დასაქმდება ბევრი ჩვენი თანაქალაქელი. სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც “Sobrano ჯგუფი” ახორციელებს, უკვე აქტიურ ფაზაშია”- აღნიშნულია “Sobrano Group”-ის განცხადებაში.