2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში სულ 1 586 970 აშშ დოლარის ღირებულების 4 356 ტონა პომიდორი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 4 378 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 1 336 300 აშშ დოლარია.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში პომიდორის იმპორტი ქვეყანაში სულ 4 ქვეყნიდან განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი საანგარიშო პერიოდში იყო თურქეთი, საიდანაც 1 547 240 აშშ დოლარის ღირებულების 4 296 ტონა პროდუქტი შემოვიდა.
თურქეთის გარდა, პომიდორის იმპორტიორ ქვეყნებს შორის იყო ასევე:
- ეგვიპტე – 24 230 აშშ დოლარი, 19 ტონა;
- ირანი – 15 140 აშშ დოლარი, 41 ტონა;
- ნიდერლანდები – 370 აშშ დოლარი, 0.04 ტონა.