ესთეტიკამედიცინაპარტნირები

„ლ.ლ დენტი“ – კლინიკა პროფესიული გუნდითა და თანამედროვე აპარატურით

0
გაზიარება

სტომატოლოგიური კლინიკა „ლ.ლ დენტი“ 2016 წლიდან ზრუნავს ლამაზ ღიმილზე და თქვენს ჯანმრთელობაზე , პროფესიონალი სტომატოლოგების გუნდის დამსახურებით.

კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მრავალპროფილური მომსახურება. თერაპიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, იმპლანტაცია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, ბავშვთა თერაპია, ბავშვთა ქირურგია.

რაც შეეხება აპარატურასა და ტექნიკას, არის თანამედროვე და ციფრული რენტგენიგრაფია, ვიზიორენტგენოგრაფია და სტერილიზაციის ნორმები ყოველთვის დაცულია. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია დენტოფობია (სტომატოლოგების შიში), „ლ.ლ დენტის“ გუნდი ყოველთვის მზად არის პაციენტს ფსიქოლოგიური დახმარებაც გაუწიოს და ფობიის დამარცხებასა და გაქრობაში დაეხმარონ, რადგან თანამედროვე სტომატოლოგია ყოველთვის უმტკივნეულო პროცედურაა.

კლინიკის დამფუძნებელი ლანა ლემონჯავა Geobusinessnews.com-ის ჟურნალისთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მომხმარებელი მაშინ უშვებს შეცდომას, როცა პროფილაქტიკის მიზნით პირის ღრუსა და კბილების დათვალიერებაზე არ დადის, რაც უმეტესად ცუდი შედეგებით მთავრდება.

ლანა პაციენტებთან დაკავშირებით პატივისცემითა და სიყვარულთ საუბრობს:
„ჩვენი მიზანია თანამედროვე სტომატოლოგიას გავყვეთ, რადგან პაციენტებს სათანადო მომსახურება მაღალ დონეზე გავუწიოთ. პაციენტი უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში, პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხო გარემოს, სტერილიზაციის ყველა ეტაპი კლინიკაში არის დაცული, რაც განაპირობებს სტერილიზაციის უმაღლეს დონეს “.

კლინიკა „ლ.ლ დენტი“ გარდა იმისა, რომ სანდო აპარატურითა და პროფესიონალიზმით ეხმარება ერთგულ პაციენტებს, ის გაწევრიანებულია ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში. რადგანაც დაფუძნებისას სურდათ, რომ საქმე ყოფილიყო ბოლომდე შესრულებული და რეგულაციებისა და კანონების მიხედვით. დღესდღეობით კლინიკის ექიმებს აქვთ წვდომა ყველა კანონთან, უფლებებთან და პაციენტებისთვის ორმაგად უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ქმნიან, რაც ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის დამსახურებაა.

უკვე წარმატებული და ცნობადი „ლ.ლ დენტი“ ცოტა ხნის წინ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორიც გახდა. ასოციაცია მათ ყველა საჭირო რესურსს სთავაზობს, რაც კლინიკის განვითარებისთვის იქნება საჭირო.

 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მასაჟის სახეობები, უპირატესობები და საჭიროებები – საინტერესო რჩევები ფიქრია კუკავასგან

მასაჟი ბერძნული სიტყვაა და ,,ზელვას’’/,,სრესას’’ ნიშნავს. იგი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან მოდის. 10 ათასი წლის წინანდელი ქვის ნემსის აღმოჩენამ წერტილოვანი (აკუპუნქტურა) მასაჟის არსებობა დაადასტურა,…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!