Lego ზედიზედ მეცხრე წელია, მსოფლიოში სათამაშოების ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად რჩება. ინფორმაციას კომპანია Brand Finance-ის რეიტინგზე დაყრდნობით „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ბრენდის ღირებულება წელიწადში 24%-ით გაიზარდა და მან 7,44 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
მეორე ადგილზე სათამაშოების იაპონური ბრენდი Bandai Namco-ია, რომლის ღირებულებამ 1,58 მლრდ დოლარი შეადგინა. რეიტინგში კიდევ ერთი იაპონური ბრენდი, Dragon Ball მოხვდა, რომელმაც 0,4 მლრდ დოლარის ღირებულებით მერვე ადგილი დაიკავა.
ტოპ ათეულის დანარჩენი ბრენდები ამერიკულია: Fisher-Price, 879 მილიონი დოლარის ღირებულებით; კომპანია Mattel Inc-ის ორი წარმოება, Barbie (701 მლნ დოლარით) და Hot Wheels (410 მლნ დოლარით); ასევე, Nerf blasters (462 მლნ დოლარით) და კომპანია Hasbro Inc-ის საკოლექციო კარტის თამაში, Magic: The Gathering (352 მლნ დოლარით). ათეულში შედის, ასევე, თამაშები თავად Hasbro-ს ბრენდის ქვეშ (339 მლნ დოლარით) და საკოლექციო ფიგურების ბრენდი, Pop! (409 მლნ დოლარით).