ბანკები

ლიბერთიმ ბიზნესისთვის ახალი სახელფასო მოდული დანერგა

0
გაზიარება

ლიბერთი, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას.

ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის ახალი სახელფასო მოდული დაინერგა,რომელიც ითვალისწინებს ხელფასების, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანაზოგის მარტივად მართვას.

ახალი მოდული, საგრძნობლად ამარტივებს სახელფასო გადარიცხვებს. ეს მოდული საპენსიო დანაზოგისა და საშემოსავლო გადასახედების ავტომატურად დაანგარიშების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ლიბერთის არასახელფასე კლიენტებისთვის ახალი თანამშრომლების დამატება, სიის დაკორექტირება, ნებისმიერ დროს თანამშრომლისთვის სტატუსის შეცვლა არის შესაძლებელი. ასევე ლიბერთის სახელფასო კლიენტებს შეუძლიათ იხილონ კომპანიის აქტიური თანამშრომლების სიაც.

ლიბერთი არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის მომავალშიც გააგრძელებს დისტანციურ არხებში მაქსიმალურად მარტივი და სრულყოფილი დისტანციური საბანკო სერვისების შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ყოველდღიურ ბანკინგს ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესისთვის. ამ მიმართულებით დანერგილი ყველა სიახლე ლიბერთის მომხმარებლებს, ნებისმიერ დროს, საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

მსგავსი სიახლეები

ბაზისბანკი, ბიზნესის საკრედიტო პორტფელის მოცულობით, უმსხვილესი ბანკების სამეულშია

ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული…

Gori Inn – 119 ნომრიანი სასტუმრო გორში

„საქართველოს ბანკისა“ და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორში 5 - ვარსკვლავიანი, 119- ნომრიანი სასტუმრო - Gori Inn გაიხსნა. მათივე ცნობით, სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი…

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119  ნომრიანი  სასტუმრო -  Gori Inn…

საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების,…

პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება

2023 წლის პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები მთავრობასთან…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!