23 ივლისს, Luca Polare საქართველოს მასშტაბით რიგით 23-ე ფილიალს გახსნის.
განსხვავებული ფორმატის ახალი ფილიალი თბილისში, დედაენის ბაღში გაიხსნება.
ფილიალის გარე ტერასაზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა, მათ შორის საბავშვო მოედანი, და ალკოჰოლური ბარი. სივრცე მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს.
„სტრატეგიული განვითარების გეგმას დედაენის ბაღში ფილიალის გახსნით ვაგრძელებთ. ახალი ფილიალი განსხვავებულია თავისი სპეციფიკით, მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პირველი პრეცედენტია, როდესაც ჩვენს ფილიალში ალკოჰოლური სასმელი გაიყიდება და საღამოს განტვირთვის მსურველებისთვისაც შესაბამისი გარემო გვექნება. დარმწუნებულები ვართ ჩვენი განსხვავებული ფილიალი ყველასთვის საყვარელი სივრცე გახდება.“ – თეა თაბაგარი, კომპანიის დირექტორი.