3 ივნისს, Luca Polare საქართველოს მასშტაბით რიგით 21-ე ფილიალს გახსნის.
ახალი ფილიალი თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის #20-ში გაიხსნება.
“ზაფხულის სეზონს ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ახალი ფილიალების გახსნით ვიწყებთ. გვიხარია და მთელს გუნდს გვეამაყება, რომ კომპანია უწყვეტად განაგრძობს განვითარების და გაფართოვების სტრატეგიას. ყოველი ახალი ფილიალი ნიშნავს დამატებით ახალ თანამშრომლებს, დისტრიბუციისა და წარმოების გაფართოვებას.” – თეა თაბაგარი, კომპანიის დირექტორი.
მიმდინარე წელს კომპანიას რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას აანონსებს.
Luca Polare კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 14 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 13 ფილიალით, ბათუმში – 4 და ქობულეთში – 1, რუსთავში – 1 და ქუთაისში 1.