ერთი კვირის განმავლობაში, წარმატების ბიბლიოთეკის წიგნებზე 20-30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. აქციით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 27 მარტამდე, სერიის ყველა წიგნზე, როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.
„ლურჯი ოკეანე“ უკვე მე-8 წელია, მკითხველს მსოფლიო ბიზნესლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშებს ქართულ ენაზე სთავაზობს. გამოცდილი ლიდერების, ფსიქოლოგების, ეკონომისტების, მწერლებისა თუ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი პროფესიული ლიტერატურა მკითხველს საშუალებას აძლევს, ცოდნა გაიღრმაოს სხვადასხვა სფეროში და უფრო ფართო ჭრილში და კრეატიულად შეხედოს სხვადასხვა საგანსა თუ მოვლენას.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ისეთი მსოფლიო ბესტსელერები, როგორიცაა მორგან ჰაუზელის „ფულის ფსიქოლოგია“, გაი კავასაკის „იდეიდან პირველ მილიონამდე“, საიმონ სინეკის „პირველად იყო რატომ“, მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“, მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ და სხვა.