ბიზნესი

m² -ის ისტორიაში პირველად, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართის შეძენაა შესაძლებელი

0
გაზიარება

m²-ის 15-წლიან ისტორიაში პირველად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართი შეიძინოს და საკუთარი მომსახურება ან პროდუქტი მოხმარებელს შესთავაზოს.

m²-ის მიმდინარე პროექტებში: m³ საბურთალოზე, m² მირცხულავასა და m² ჭყონდიდელზე კომერციული ფართების გაყიდვა უკვე დაწყებულია. მათი შეძენა მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან შიდა უპროცენტო განვადებითაა შესაძლებელი.

რადგან m²-ის მისია მცხოვრებლებისთვის და ზოგადად, ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, კომპანია დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენელს კონსულტაციას გაუწევს – რომელი ბიზნესსაქმიანობა იქნება მოთხოვნადი და მომგებიანი. ამასთანავე, მყიდველს, რომელიც თვითონ არ აწარმოებს ბიზნესს, m² საბროკერო სერვისით ფართის გაქირავებაში დაეხმარება.

„m² უკვე 15 წელზე მეტია, ბაზარზე ოპერირებს, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და კომპეტენცია დაგვიგროვა დეველოპერულ და უძრავი ქონების სექტორში. კომერციული ფართის m²-ის პროექტებში შეძენის შესაძლებლობა მომგებიანი კომერციული შეთავაზებაა და ის ამ ფართის მომავალში საუკეთესო ფასად გაქირავებას, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან მის მომგებიანად წარმართვას გულისხმობს. კომერციული ფართების გაყიდვის გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას ვაძლევთ, თავისი პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზების არეალი გააფართოვოს, მეორე მხრივ, კი – ჩვენს მაცხოვრებლებს და ზოგადად, ყველას, ვუქმნით კომფორტს, მათთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ხელსაყრელ ადგილას, მარტივად მიიღონ“, – აცხადებს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m²-ის გენერალური დირექტორი.

m²-ის პროექტებში ფართების შეძენა შეუძლიათ როგორც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე – ფიზიკურ პირებს. სივრცეები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

მსგავსი სიახლეები

ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ქართული ღვინის გილდია გთავაზობთ კურს, რომელიც ეხება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციას.  აქ შეისწავლით: ‣ დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა; ‣ დეგუსტაციის ორგანიზება; ‣ ღვინითა და ალკოჰოლური…

“ბიოლმა” THE 5 STARS SUPERIOR HOTEL AWARD ჯილდო მიიღო

„ბიოლმა“ The 5 Stars Superior Hotel Award ჯილდო მიიღო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისთან აცხადებს, აღნიშნული ჯილდო ევროპული სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური შეფასებაა. „იდეის…

ბაზისბანკი, ბიზნესის საკრედიტო პორტფელის მოცულობით, უმსხვილესი ბანკების სამეულშია

ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული…

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტი წლიურად თითქმის 39%-ით გაიზარდა და 460 მილიონ დოლარს მიაღწია, გაზრდილია იმპორტიც 25%-ით და 1 მლრდ…

რა ღირს ქართული მწვანილი ბაზარზე?

გასული წელი მწვანილის მოყვანა ქართველი მწარმოებლებისთვის არც ისე მომგებიანი იყო: თუ შარშან 1 კილოგრამის საბითუმო ფასი 4 ლარი იყო, წელს ის 7 ლარამდეა გაზრდილი. ბოლო წლებში, რუსული და უკრაინული ბაზრები, სადაც ქართული მწვანილი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!