დღის სიახლეებისიახლეები

„მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ

0
გაზიარება

აჭარის რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ბლუმი“, საუკეთესო ჰოსტელად „ძველი ბათუმი“, ხოლო ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ფიროსმანი“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხოლო ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

საუკეთესო ბრენდული სასტუმრო – „ჰილტონი“

საუკეთესო არაბრენდული სასტუმრო – „ბლუმი“

საუკეთესო ჰოსტელი – „ძველი ბათუმი“

ყველაზე პოპულარული რესტორანი – „ფიროსმანი“

საუკეთესო ტურისტული სააგენტო – „აჭარა ტური“

საუკეთესო გიდი – თამარ ორაგველიძე.

საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად – „ზებო“

ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი – ვაჟა დავითაძის მეღვინეობა და მარანი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმი – გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორია – მტირალას ეროვნული პარკი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი – ბათუმის ბულვარი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი – მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი

საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში – ზვიად გოგიჩაიშვილი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა.

  1. ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – იზოლდა მაჭუტაძე
  2. ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის – ზურაბ ბარბაქაძე
  3. გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბაგრატ თავბერიძე და ზურაბ ჭკუასელი
  4. ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდადებისთვის – თამაზ შამილიშვილი და მალხაზ მალაყმაძე

„მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!