მაისში ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალში, მწვანილი ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, წელს მაისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტის ფასი 58%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, წელს იანვარ-მაისში 695.1 ტონა (483.7 ათასი აშშ დოლარი) მწვანილი (მწვანილის სახეობების 80%) შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 152 ტონა (311.9 ათასი აშშ დოლარი). გამოდის, რომ შარშან 1 კგ იმპორტირებული პროდუქტი, საშუალოდ 27 ცენტი ღირდა, წელს კი 70 ცენტი.
რაც შეეხება კონკრეტულად, მაისს, შარშანდელთან შედარებით, იმპორტი გაზრდილია. სტატისტიკის მიხედვით, წელს მხოლოდ ერთ თვეში 129.2 ტონა (129.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 76.1 ტონა (23.4 ათასი აშშ დოლარი).
მონაცემების მიხედვით, წელს მაისში 1 კგ იმპორტირებული მწვანილი საშუალოდ, 64 ცენტი ღირდა, ხოლო გასული წლის იგივე პერიოდში 31 ცენტი.
ქვეყნების ხუთეული, საიდანაც წელს მწვანილი შემოვიდა:
- ირანი – 346.3 ტონა (229.6 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი – 315.1 ტონა (192 ათასი აშშ დოლარი)
- უზბეკეთი – 15.6 ტონა (17.16 ათასი აშშ დოლარი)
- თურქეთი – 10.3 ტონა (5.77 ათასი აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები (5.44 ტონა (21 ათასი აშშ დოლარი)