მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსის ფრენჩაიზების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. აქედან გამომდინარე, ლისაბონში მიმდინარე მაკდონალდსის რესტორნების გლობალურ სამიტზე ევროპის დივიზიონის რესტორნების წარმომადგენლებს საკუთარი ეფექტიანი ოპერირების, საოპერაციო სტანდარტების დანერგვის, სრულყოფისა და განვითარების გამოცდილება გაუზიარა.
სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო მასშტაბით მაკდონალდსის წამყვანი რესტორნების წარმომადგენლები. ეს ქვეყნებია: ამერიკა, კანადა, ჩინეთი და ევროპის 22 სხვადასხვა ქვეყანა.
სამიტის მთავარი თემა იყო გლობალური მასშტაბით მაკდონალდსის სტრატეგიის განხილვა, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების გამონახვა და სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მაკდონალდს საქართველო ფრედ ტერნერის სახელობის ოქროს თაღის 2022 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა და ევროპის დივიზიონში მაკდონალდსის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა. ამ აღიარებით მაკდონალდს საქართველო გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც ეს ჯილდო ერგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მაკდონალდსის 19 რესტორანი არსებობს და მე-20 რესტორანი ამ დღეებში, ისანი მოლთან გაიხსნება.