„ქეთო“ სტუმრებს ხალისით, სიყვარულითა და „მაკდონალდსის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული სითბოთი დახვდება. ქეთო მაგიდასთან შეკვეთებსაც თავად მიიტანს, რითიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.
„ქეთო“ არა მხოლოდ სწრაფად მოგემსახურებათ, არამედ თავის ემოციებსაც გაგიზიარებთ, რესტორანში სტუმრობას დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს და შექმნის მომენტებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ „მაკდონალდსი“ სწორედ ის ადგილია, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
„ქეთო“ სრულიად ახალი სიტყვაა მომსახურების სერვისში, რომლიც რესტორანში შემოსულ ნებისმიერ სტუმარს და განსაკუთრებით ბავშვებს, ხალისიან და კომფორტულ გარემოს შეუქმნის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რესტორნებში დასაქმებულთა რიცხვი არ შემცირდება და „ქეთოს“ უპირველესი ფუნქცია სწორედ თანამშრომლებისთვის საქმის შემსუბუქება იქნება. უახლოეს პერიოდში „ქეთო“ ეტაპობრივად, „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნებშიც გამოჩნდება. საწყის ეტაპზე კი თბილისის 4 რესტორანსა და ქუთაისის ერთ რესტორანში უმასპინძლებს მომხმარებლებს.
2022 წლის მონაცემებით, სპორტის სასახლესთან მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანი მსოფლიოში არსებულ მაკდონალდსებს შორის ტრანზაქციების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი საუკეთესო ოცეულში მოხვდა.