მალდივები-ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს,რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პლაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლით და ცხოვრების საოცარი ხარისხით.
ბოლო პერიოდში მალდივები ადგილი ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციად გადაიქცა. თავისი მდიდრული კურორტებით, სპა პროცედურებით და უგემრიელესი სამზარეულოს წყალობით მთელი მსოფლიოდან მოგზაურებს იზიდავს.
1972 წელს მალდივები იზოლირებული ადილი, რომელსაც მხოლოდ მეთევზეები სტუმრობდნენ და მცირერიცხოვანი ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა.ჰულჰულეს კუნძულზე, სადაც ახლა საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს, მოხალისეების მიერ აშენებული პატარა აეროდრომი იყო. არ იყო რეგულარული ფრენები, მაშინ არ არსებობდა ბანკები, აეროპორტები, ტელეფონები. მალდივებზე მყოფი ადამიანები მეზობელ შრი ლანკას შეზღუდულად ეკონტაქტებოდნენ, რადან მაშინ ტექნოლოგია ამის საშუალებას არ იძლეოდა. სწორედ ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, მალდივები ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ექციათ.
ყველაფერი დაიწყო კოლომბოში იტალიელი ტურისტული აგენტის, სახელად ჯორჯ კორბინისა და აჰმედ ნასიმის შემთხვევითი შეხვედრით, რომელიც იმ დროს მალდივის საელჩოში მუშაობდა და მომავალში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. იმ დროს კორბინი ეძებდა ხელუხლებელ კუნძულებს, სადაც შეეძლო იტალიელების მოწვევა ცურვისა და თევზის დასაჭერად, თვალწარმტაცი არქიპელაგი კი შესანიშნავი ადგილი იყო მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
1971 წელს, როდესაც ჯორჯ კორბინი მალდივებზე ჩავიდა დაიფიცა, რომ იქ მალე დაბრუნდებოდა და ასეც მოხდა. 1972 წლის თებერვალში, მან კუნძულზე პირველი ტურისტები – ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ჩაიყვანა. სტუმრებს შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებმაც შემდგომში კუნძულზე დიდ ოდენობით თანხის ინვესტირება მოახდინეს.
იმ დროს ვიჰამანაფუში იყო დაუსახლებელი ქოქოსის პლანტაცია, თუმცა მოიჯარეებმა მანიკუმ და აფეფიმ ახალი მიზნები დაისახეს. მანიკუმ და კორბინმა, მალდივიელ მეგობართან ერთად, მარჯნის ქვით, ქოქოსის ხისა და პალმის ჩალის გამოყენებით ოცდაათი კოტეჯი ააშენეს. კორბინმა ფინანსური დახმარება გაუწია, მანიკუმ კი საკუთარი რესურსები გამოიყენა. საცხოვრებლები მოიცავდა საშხაპეებს, სტანდარტულ ავეჯს და სანაპიროზე წვდომას. კვება კი მხოლოდ შეკვეთით ხდებოდა.
ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კურორტს უნდა ეწოდოს სოფელი კურუმბა, რომელსაც მეორე მეიჯარე, აფიფი უხელმძღვანელებდა. კურორტი 1972 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.ეს იყო პირველი წარმატების გასაღები, რადგან მას შემდე ადგილი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა. ქვეყანა აღიარებს დელიკატურ ბალანსს განვითარებასა და შენარჩუნებას შორის. უმნიშვნელოვანესია გარემოს პირვანდელი სახით შენარჩუნება, ამიტომ ნებისმიერი ახალი ობიექტის აგება თუ ფუნქციონირება განსაკუთრებულ პარამეტრებს უნდა მოერგოს.
მალდივები ცნობილია თავისი მდიდარი კულტურით და ისტორიით, ქვეყანას აქვს საზღვაო ვაჭრობისა და თევზაობის ხანგრძლივი ისტორია. ვიზიტორებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი ზღვის პროდუქტები, სანელებლები და ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქტები.