8 სექტემბერს მაროკოში დამანგრეველი, 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 20 წუთის შემდეგ განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. ადგილობრივი გეოფიზიკის ინსტიტუტის განცხადებით, ეს ბოლო ასწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ალჟირსა და მავრიტანიაში, ასევე ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ყველაზე მეტად პროვინციები ალ-ჰაუზი, მარაკეში და ტარუდანტი დაზარალდა, სადაც მაცხოვრებლები ძირითადად მებაღეობას მისდევენ. დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია, თუმცა ათასობით ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რომლებიც დიდი ალბათობით ნანგრევებში არიან მოყოლილები. დაშავებულია მინიმუმ 2 600 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან წყლის დინებების სათავეები შეცვალა და ზოგი მათგანი შეამცირა და გაზარდა, ასევე წარმოქმნა ახალი სათავეები.
იმის გამო, რომ მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ ტერიტორიებზეა, ზარალის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება.