მართვის უფლების მისაღებად გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ქალაქში, რეალურ დროში, უწევთ გადაადგილება. გამომცდელი აფასებს როგორც პრაქტიკულ უნარებს, ისე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მათ ცოდნას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში მეორე ეტაპის გამოცდაზე 31 200-მდე პირი გავიდა, საიდანაც წარმატებით მხოლოდ 44.9%-მა ჩააბარა.
„2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე გავიდა 31 200-მდე პირი, ამ ეტაპზე წარმატებით ჩააბარა 14 000-მდე პირმა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.
მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს მეორე ეტაპი – გამოცდა რეალური მოძრაობის პირობებში, დაემატა 2022 წლის 25 აპრილიდან. რაც შეეხება შედარებას, 2021 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) არის – 47 891, ხოლო 2023 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) – 27 255 შეადგენს- განაცხადა ზურაბ კიკნაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა