20-24 თებერვალს დუბაიში სასმელი და საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა GULFOOD გაიმართა, რომელშიც „მეამა“ სრული კონცეფციით, დამოუკიდებელ სტენდზე იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ, მეამას ტექნოლოგიურ ინოვაციებს, საქართველოში წარმოებული ყავისა და ჩაის კაფსულების მრავალფეროვან პროდუქციას და კომპანიის საექსპორტო პოტენციალს. გამოფენაში მეამას მონაწილეობა მიზნად ისახავდა, როგორც პოტენციური საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თანამედროვე ბიზნეს მოდელის გაცნობას, ასევე სამომავლო ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას.
GULFOOD-ის გამოფენაზე 125 ქვეყნის 6 000-მდე გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი და მას 120 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.
მეამას გენერალური დირექტორის – ელენე ვარსემაშვილის განცხადებით, დამთვრიელებლების მხრიდან საკმაოდ დიდია იყო ინტერესი მეამას ტექნოლოგიური ინოვაციებისა და კაფსულის მრავალფეროვანი პროდუქციის მიმართ. მეამამ წარადგინა საკმაოდ მოქნილი ბიზნეს მოდელი, რომლის მთლიანი ეკო სისტემა ადაპტირებადია ნებისმიერი ქვეყნის ბაზრისთვის. გაიმართა მოლაპარაკებები და გაცნობითი შეხვედრები, რაც ვფიქრობ საინტერესო შედეგებით დასრულდება.