სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010-დან 2022-წლამდე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ნომინალური ხელფასი განისაზღვრებოდა:
2010 წელი – 448.2 ლარი
2011 წელი – 513.2 ლარი
2012 წელი – 592.9 ლარი
2013 წელი – 659.3 ლარი
2014 წელი – 745.8 ლარი
2015 წელი – 854.4 ლარი
2016 წელი – 916.4 ლარი
2017 წელი – 964.2 ლარი
2018 წელი – 990.6 ლარი
2019 წელი – 1 055.3 ლარი
2020 წელი – 1 108.1 ლარი
2021 წელი – 1 331.1 ლარი
2022 წელი(მე-3 კვარტალი) – 1 429.3 ლარი
მაჩვენებლები არ მოიცავს 2022 წლის სრულ მაჩვენებელს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.
საინტერესოა სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც ეხება ნომინალური ხელფასების სხვაობას ქალსა და კაცს შორის, საქსტატის მაჩვენებლებით, ანაზღაურება ქალებს თითქმის ორჯერ ნაკლები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემებში არ არის ჩაშლილი ინფორმაცია, თუ რა პოზიციები უკავიათ მათ ამა თუ იმ სამსახურში.
2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.