გაერთიანებული სამეფოს მონარქი, დედოფალ ელისაბედ მეორის ვაჟი ჩარლზ მესამე დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ 14 სადოღე ცხენს ყიდის.
„ამაში უჩვეულო არაფერია. ისინი ყოველწლიურად ჰყიდიან ცხენებს. დედოფალს თავისი ცხენები ჰყავდა, ამრავლებდა და ჰყიდდა, ყველას ვერ დაიტოვებ. დედოფლის ცხენების გაყიდვა სამეფო ოჯახის დოღთან კავშირის დასასრულს არ ნიშნავს“, – ამბობს აუქციონის სახლის, Tattersall’s-ის სპიკერი.