დღის სიახლეებისიახლეები

მენეჯერთა გადამზადების კურსი გერმანიაში – Fit for Partnership

0
გაზიარება

სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

აღნიშნული უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ შეხვედრები.

პროგრამის ძირითადი მიზნები:

  • გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
  • საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
  • გერმანული ბიზნესი პრაქტიკის გაცნობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ცოდნის შეძენა;
  • გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
  • პოტენციური ბიზნეს ურთიერთობების განვითარება.

პროგრამა მოიცავს როგორც ტრეინინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, ქონდეს სურვილი ითანამშრომლოს გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით.

გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალური ფორმატზე და შედგება 3 ნაწილისგან:

ვირტუალური პროგრამის ფაზა 

მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემნინარებს.

(Follow-up Phase) 

ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან.

პროგრამის დასრულება გერმანიაში

ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 1 კვირით გერმანიაში, სადაც ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთანავე, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

ჯგუფი I

ივნისი, 2023 – აპრილის, 2024

  • 19.06.-30.06 – პროექტის გაცნობითი ნაწილი/ვორკშოფი
  • 17.07.-25.08 – ონლაინ ტრენინგები
  • 04.09.-15.09 – ვიზიტი გერმანიაში
  • 23.10.2023-05.04.2024 – გარდამავალი, დასკვნითი ფაზა

ჯგუფი II

ივლისი, 2023 – აპრილი, 2024

  • 10.07.-21.07.2023 – პროექტის გაცნობითი ნაწილი/ვორკშოფი
  • 07.08.-15.09.2023 – ონლაინ ტრენინგები
  • 02.10.-13.10.2023 – ვიზიტი გერმანიაში
  • 13.11.2023-26.04.2024 – გარდამავალი, დასკვნითი ფაზა

შერჩევის პროცესი:

  1. დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
  2. მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
  3. გადარჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
  4. გაიმართება გასაუბრება გადარჩეულ აპლიკანტებთან;
  5. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ შერჩევის შესახებ;

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!