ოფიციალური ავტოდილერების მონაცემებით, 2022 წელს ახალი ავტომობილების ფასები წლიურად 15%-20%ით გაიზარდა,რაც შეეხება მეორეად ავტომობილებს,გასულ წელს მეორადი მანქანების ფასი წლიურად 23%-ით გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ „გალთ ენდ ტაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„ოფიციალურ დილერებს შორის, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა განსხვავდებოდა. ძირითადად ასახელებდნენ წლიურ 50%-იან ზრდას. ხოლო მეორადი მანქანების დილერებისთვის ტრანსპორტირების ხარჯები 2022 წელს წლიურად 30%-ით გაიზარდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.