“მერსედესი” ის ერთ-ერთი დასავლური კომპანიაა, რომელმაც რუსეთი დატოვა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
გერმანიაში დაფუძნებულმა კომპანიამ რუსეთში წარმოება და ექსპორტი მარტის დასაწყისში შეწყვიტა, თუმცა ახლა გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ის საბოლოოდ ტოვებს რუსეთის ბაზარს. ეს ინფორმაცია, ოთხშაბათს დადასტურდა.
მერსედესის ფინანსური დირექტორი ჰარალდ ვილჰელმი აცხადებს, რომ რუსეთიდან გასვლა რაიმე სერიოზულ ზიანს არ გამოიწვევს.
„კომპანიას თავიდან ომის დასრულების იმედი ჰქონდა, თუმცა ეს უკვე ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საბოლოოდ ვტოვებთ რუსულ ბაზარს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანა ასევე „ნისანმა“, „ეშტონ მარტინმა“, „როლს როისმა“ და სხვა მანქანის მწარმოებელმა კომპანიებმა დატოვეს.