სვანეთში, მესტიაში ავთანდილ ხერგიანის 13 ნომერში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმრო „ფალიანი“ გაიხსნა, რომელიც 18 ორადგილიან, სამადგილიან, საოჯახო ნომრებს, ასევე 14 კაცზე გათვლილ ჰოსტელს, ღია და დახურულ რესტორანსა და ბარს აერთიანებს.
„ფალიანის“ დამფუძნებელი ეკა გველესიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ სასტუმროსთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ $1 მლნ-ს გადააჭარბა, საიდანაც ნაწილი კრედიტია. ის 15 ადგილობრივს ასაქმებს. გველესიანის თქმითვე, „ფალიანის“ სერვისი ყველა სეგმენტის დამსვენებელზეა გათვლილი.
“წელს უკვე პირველი სტუმრის მიღება შევძელი. ახლა სეზონის გააქტიურებას ველოდებით, ივნისიდან უკვე ბევრი ჯავშანი იქნება. ჩვენი სასტუმრო ძირითადად ორიენტირებულია სვანეთის დასათვალიერებლად და დასასვენებლად ჩამოსულ ვიზიტორებზე. მათ აქ კომფორტულ ნომრებს, ბარს და რესტორანს შევთავაზებთ, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება.
უკვე 15 ადგილობრივი დავასაქმეთ; თავიდან ვაპირებდი სასტუმროს მართვა კომპანიისთვის გადამებარებინა, თუმცა, ვფიქრობ, სტუმარს სვანურ გარემოს ადგილობრივზე უკეთესად ვერავინ შეუქმნის“, – ამბობს ის.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასები 180 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს. სამადგილიან ნომრებს კი 40 ლარი ემატება. ჰოსტელში განთავსება 70 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ნომრის ღირებულება საუზმესაც მოიც