ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Meta Platforms Inc 265 მლნ ევროთი დააჯარიმა, რისი მიზეზიც Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლისთვის მონაცემების გაჟონვის შესახებ გაუფრთხილებლობა გახდა. მსოფლიოს 106 ქვეყნიდან Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ადამიანების დაბადების წლები, ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ატვირთეს.
General Data Protection Regulation, GDPR-ის არსებობის განმავლობაში ეს არის სიდიდით მესამე ჯარიმა – Bloomberg. მათი წესის მიხედვით კი მარეგულირებლებს შეუძლიათ კომპანიების დაჯარიმება მათი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით.
GDPR-ის ფარგლებში რეკორდული ჯარიმა 2021 წლის ივლისში Amazon-ს დაეკისრა, რომელსაც მოუწია 746 მლნ ევროს გადახდა იმის გამო, რომ მომხმარებლებს უჩვენებდა რეკლამას.