The Wall Street Journal-ის ინფორმაციიტ კომპანია Meta Platforms მიმდინარე კვირას სამსახურიდან ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
გამოცემის წყაროების ცნობით, შემცირებაში მოჰყვება ათასობით ადამიანი, ხოლო ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ოთხშაბათს გაკეთდება. სექტემბრის ბოლოსთვის Meta-ში დასაქმებული იყო 87 ათასი ადამიანი.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნული გათავისუფლება გახდება კომპანიის 18-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური. მიუხედავად ამისა, პროცენტულ გამოხატულებაში ეს უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე Twitter-ში, სადაც ილონ მასკის კომპანიის სათავეში მოსვლის შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა განახევრდება, თუმცა აბსოლუტურ გამოხატულებაში გათავისუფლების მასშტაბი იქნება აბსოლუტური რეკორდი ამ ინდუსტრიაში.
გამოცემა წერს, რომ Meta-მ როგორც სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა აქტიურად დაიწყეს ახალი თანამშრომლების აყვნა პანდემიის დროს – 2020-2021 წლებში კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა 27 ათასით გაზარდა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი 15 ათასით. ამასთან, 2022 წელს Meta-ს აქციები 70%-ით არის გაუფასურებული.