დღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

Meta Business Hotel by King David – ბიზნეს საქმიანობის დასაწყისი, წარმატებისკენ

0
გაზიარება

ალბათ ყველას გვიოცნებია საცხოვრებელ კომპლექსზე, სადაც კომფორტთან ერთად სახლიდან გაუსვლელად შევძლებდით ყველა საქმის მოგვარებასა და დასვენებას, მუშაობას და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გართობას. ეს ოცნება კი რეალობად იქცა მას შემდეგ რაც მ. ალექსიძის ქ. #12-ში King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსი გაიხსნა.

იყოთ სახლში, ოჯახთან ერთად და ამავდროულად, შენობიდან გაუსვლელად, საერთო სამუშაო სივრციდან ჩაატაროთ ტრენინგები თუ შეხვედრები, ისარგებლოთ როგორც საკონფერენციო დარბაზებით, ასევე სასურველი ლობით, განტვირთვისთვის, დრო გაატაროთ სპა ცენტრში ან  ფიტნეს დარბაზში, სურვილის შემთხვევაში ეწვიოთ სხვდასხვა რესტორანსა თუ კაფეტერიას – ეს King David-ის კომპლექსია და იგი თავის მობინადრე/მომხმარებლებს ცხოვრების ახალ სტანდარტს სთავაზობს – ლოკაციებს რომელიც, ამარტივებს ყოველდღიურობას.

King David 2 სხვადასხვა, 19 და 32-სართულიან კოშკს აერთიანებს. მაღალ შენობაში, ანუ King David Residences-ში მხოლოდ საცხოვრებელი ფართებია განთავსებული, მეორე კოშკში, King David Business Center-ში – A კლასის ბიზნეს ცენტრი. ეს არის საქართველოში პირველი კონდომინიუმის ტიპის კომპლექსი, სრული მომსახურების სპექტრით, მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ, იმუშაონ, გაერთონ და განიტვირთონ, შენობიდან გაუსვლელად. King David-ის ინფრასტრუქტურა მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად აერთიანებს:  სნეპ ფიტნესს, სპას, კაფეს, რესტორანს, ტერასა ბარს, საცურაო აუზს, სასტუმროს, სილამაზის სალონს, ქიმწმენდას, საერთო სამუშაო სივრცეს, საკონფერენციო დარბაზებს და ფურშეტ ზონას, მიწისქვეშა ორდონიან ავტოსადგომს და ლობის.

King David გამორჩეულია ინტერიერითა და დიზაინით, რომელიც ყურადღებას შენობაში შესვლამდეც იქცევს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის თითოეულ დეტალზე ბევრია ნაფიქრი და ყველაფერი ემსახურებოდა ერთ იდეას – შექმნილიყო იდეალური, კომფორტული და საინტერესო სივრცე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი ქალაქის შუაგულში მდებარეობს, სპეციალური შემინვის მეშვეობით იგი ხმაურისგან სრულიად დაცულია. მნიშვნელოვანია, ისიც რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებები უმაღლეს დონეზეა განვითარებული. კომპლექსში არსებული ხანძარქრობის, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის  უსაფრთხო სისტემები, წყლის რეზერვუარი და ენერგოეფექტური მინები შენობის უსაფრთხოებისა და კომფორტის გარანტიაა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დეტალებისა, რომლითაც აშენებულია კომპლექსი და სრულიად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ინტერიერი და დიზაინი სრულიად მორგებულია კოშკების კონცეფციიდან გამომდინარე, საცხოვრებელი კოშკი უფრო მყუდრო და თბილ ტონებშია გადაწყვეტილი, ხოლო ბიზნეს ცენტრის ინტერიერი მეტად განგაწყობთ პროდუქტიულობისაკენ და სივრცეც ისეა გადანაწილებული რომ რაც შეიძლება მეტ წარმატებულ შეხვედრას უმასპინძლოს დღის მანძილზე.

კომპლექსში Meta Business Hotel  2021 წლის 1 ივნისს გაიხსნა. სასტუმრომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის მულტიფუნქციონირება, რითიც King David გამოირჩევა სხვა შენობებისგან. კომპლექსის კონცეფციიდან და ასევე მოთხოვნიდან გამომდინარე, აქ არსებულ ორგანიზაციებს, მაცხოვრებლებსა და მომუშავეებს კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი შეექმნა სასტუმროს მომსახურების შეთავაზებით.

სასტუმრო 31 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულია. არის როგორც სტანდარტული, ასევე დელაქს კატეგორიის ნომრები. მიუხედავად ნომრებს შორის ბიუჯეტური განსხვავებისა, თითოეული ნომრის მოწყობისას თანაბრად არის გათვალისწინებული ყველა საჭირო სტანდარტი კომფორტული დასვენებისა და მოქნილი საქმიანობისათვის. სტუმრებს აქვთ წვდომა კომპლექსის ყველა სერვისზე და ზოგადად, მეტა ზედმიწევნით იზიარებს კომპლექსის უმთავრეს ღირებულებას, რომ აქ მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა თავი იგრძნოს როგორც ოჯახში და კომფორტულად.

სასტუმროსთან ერთად King David-ის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას რესტორანი მეტა წარმოადგენს. რესტორანი არის ერთგვარი ჰაბი, რომელიც აერთიანებს და ალამაზებს კომპლექსის ყველა მიმართულებას. მეტა რესტორანი სტუმრებს დახვეწილ საუზმეს სთავაზობს, შუადღის პერიოდში კი მთავარი საზრუნავი არის ბიზნეს ცენტრში დასაქმებულების სასიამოვნო შესვენების უზრუნველყოფა და მათი გამასპინძლება ნოყიერი და გემრიელი ლანჩით, საღამო საათებში კი ამ ულამაზესი პანორამული ხედების ფონზე სრულიად თბილისისთვის ღიაა რესტორნის  კარი, სადაც შესაძლებელია სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაატაროთ დაუვიწყარი საღამო და მიირთვათ საავტორო კოქტეილები და კერძები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული კერძი განსაკუთრებულია და ვერსად გასინჯავთ ისეთ წიწილასა და სტეიკს, როგორსაც სპეციალურად თქვენთვის ამზადებენ რესტორნის შეფ მზარეულები.

ეს ყველაფერი არ არის, რისი შემოთავაზებაც ამ უნიკალურ შენობას შეუძლია.  აქ ფუნქციონირებს KDSpa4You, რომელიც ნამდვილად პატარა სამოთხის ასოციაციას გაგიჩენთ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა, სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა.

სრული სიამოვნების მისაღებად არის პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც სტანდარტული, ისე უნიკალური. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სხვადასხვა ტიპის გამაჯანსაღებელი თუ სარელაქსაციო პროცედურები და მასაჟები, ასევე გაირუჯოთ საუკეთესო ხარისხის სოლარიუმით, ისიამოვნოთ მშრალი და სველი საუნებით და რაც ყველაზე მთავარია,  მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ ისეთი უნიკალური ჰიდროთერაპიული პროცედურა, როგორიცაა „შარკოს შხაპი“. ეს არის საოცარი და ნაკლებად ხელმისაწვდომი პროცედურა თბილისში, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, შლის ცელულიტს, ამცირებს ქრონიკულ დაღლილობას, დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისთან ერთად, მეტა თავის სტუმრებს სთავაზობს ყველანაირ სერვისს რაც შეიძლება საქმიან ადამიანს დასჭირდეს, იქნება ეს სატრანსპორტო მომსახურება, შეხვედრების ორგანიზება, იურისტის კონსულტაცია, თუ უბრალოდ რჩევა რა შეიძლება ნახონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ დროს. ამ მრავალსერვისთაგან თითოეული უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა, რომლის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად ერთობლივად და თავდაუზოგავად შრომობს Meta Business Hotel-ის გუნდი. ეს არის მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების ერთობლიობა, რომლებიც ერთად ვითარდებიან, სწავლობენ და ქმნიან ახალ ბრენდს.

 

სასტუმროს რეცეფცია მუშაობს 24/7ზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე 2 001817 ან მეილზე [email protected]

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!