„მეუ ბარი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მენიუს, ორიგინალურ გარემოს და მაღალი ხარისხის მომსახურეობას სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოთ. რაც ყველაზე მთავარია „მეუ ბარი“ -ს მენიუ ჯანსაღი, გაუყინავი პროდუქტებით მზადდება და მალე ახალი ფილიალის გახსნაც იგეგმება
„ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, დღეს ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რასაც, ვთვლით, რომ საკმაოდ კარგად ვუმკლავდებით. ჩვენი ბარის ინტერიერი გამოირჩევა იმით, რომ არ გვაქვს სტანდარტულად დაბეჭდილი ფოტოები გამოკრული, ჩვენი კედლები ხელით არის მოხატული, სადაც ასახულია ჩვენი უგემრიელესი მენიუ. ჩვენთან ყველაფერი ჯანსაღი, გაუყინავი პროდუქტით მზადდება. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან გემრიელია, არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ თუ როგორი განსაკუთრებული სალათები გვაქვს, რომლებიც მზადდება გამომცხვარი ტორტილიას კალათში. ჩვენი მრავალფეროვანი მენიუ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვერგოთ თითოეული მომხმარებლის გემოვნებას“ – სალომე ლაშხი „Meu Bar”-ის დამფუძნებელი
„Meu Bar – მეუ ბარი” 2022 წლის 1 მაისს გაიხსნა და დღემდე წარმატებით მასპინძლობს თავის ერთგულ მომხმარებელს, რომლებსაც ბურგერებს, ვრაპებს, ჰოთდოგებს, ქათმის ნაგეთსებს, სხვადასხვა სახეობის ფრის, ტკბილეულს, ყავას და შეიკებს სთავაზობს.