შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე სტანდარტის ცეცხლმაქრი ზურგჩანთები და ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა.
სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია
„ხანძრებზე რეაგირებისა და სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული საშუალებები საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით სუხიშვილმა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ადგილზე დაათვალიერა და მათ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, მათთვის სპეცფორმით, ასევე ავტოტექნიკით მომარაგება პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პროექტები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.