2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში მოქმედმა იმ კომპანიებმა, რომლებიც ინდუსტრიულ დონეზე იყვნენ მაინინგით დაკავებული, ელექტროენერგიის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანეს- ინფორმაციას ესკოს ავრცელებს
ელექტროენერგია მაინინგის სფეროსთვის ფაქტობრივად ერთადერთი რესურსია, რომელსაც ეს სფერო იყენებს, შესაბამისად მისი მოხმარების კლება მთლიანად ამ აქტივობის კლებაზე მეტყველებს.
Bitfury საქართველომ, ანუ შპს “ბი ეფ დი სი ჯორჯიამ”, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 62,5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი მოხმარებამ მხოლოდ 0.2 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 99.6%-ით ნაკლებია. Bitfury-ი საქართველოში თბილისის თიზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობს.
მაინინგით არის დაკავებული შპს “აითილებია”,რომელმაც გასული წლის იანვარ-თებერვალში 22.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, წელს კი მისი მოხმარება 0 მილიონი კილოვატ საათი იყო.
შედარებით უფრო ნაკლებად შემცირდა კომპანია “დატა ჰაბის” მიერ მოხმარებული დენის მოცულობა, და ის შარშან არსებული 11.2 მილიონი კილოვატ საათიდან 6.8 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა.
ჯამში ამ კომპანიების მოხმარებამ შარშან არსებული 96.2 მილიონი კილოვატ საათიდან 7 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა, რაც 93%-იანი ვარდნაა.