მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანიამ არასახარბიელო საბაზრო პირობების გამო Micron Technology Inc პროდუქციის წარმოების პროგნოზი გააუარესა და კომპანიაში მოელიან, რომ DRAM და NAND ჩიპების წარმოება მიმდინარე კვარტალში 20%-ით ნაკლები იქნება 2022 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით. კომპანიაშია მიაჩნიათ, რომ 2023 ფინანსურ წელიწადს DRAM ჩიპებზე მოთხოვნა შემცირდება, ხოლო NAND ჩიპებზე მხოლოდ ერთნიშნა ზრდა იქნება.
Micron კაპიტალური ხარჯების შემცირებას გეგმავს, მათ შორის ქარხნებსა და ახალ დანადგარებზე.