„Microsoft” დათანხმდა გადაიხადოს 2 980 265 დოლარი სანქციების დარღვევისთვის,ამის შესახებ ნათქვამია ხუთშაბათს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის, OFAC) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„დღეს კოორდინირებული აღსრულების ძალისხმევის ფარგლებში, კომერციის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) და სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 3.3 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრეს Microsoft-ს სანქციების სავარაუდო და აშკარა დარღვევისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, Microsoft-მა დაარღვია აშშ-ის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, დაუშვა მისი პროდუქციის ყირიმში გამოყენება. აღნიშნულია, რომ დარღვევები, სავარაუდოდ, ეხებოდა „დაბლოკილ რუსულ სუბიექტებს ან ფიზიკურ პირებს“. ამასთან, „Microsoft-ის დანაყოფებმა ვერ შეძლეს აკრძალული მხარეების მიერ მათი პროდუქციის იდენტიფიცირება და აკრძალვა“. „ანგარიშსწორების თანხა ასახავს OFAC-ის გადაწყვეტილებას, რომ Microsoft-ის სუბიექტების ქცევა არ იყო მავნე და რომ მათ ნებაყოფლობით გაამჟღავნეს მონაცემები“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
სააგენტო თვლის, რომ 2012 წლის ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე, Microsoft-ის სუბიექტებმა ჩაიდინეს 1339 „მრავალჯერადი OFAC სანქციების პროგრამის აშკარა დარღვევა“ პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების გაყიდვით, ლიცენზიების გააქტიურებით და სერვისების მიწოდებით აშშ-სა და ირლანდიაში მდებარე სერვერებიდან და სისტემებიდან. ამბობენ, რომ გაყიდვები განხორციელდა სანქცირებული მომხმარებლებზე, მათ შორის ყირიმში, რომელსაც ვაშინგტონი არ ცნობს რუსეთის ტერიტორიად. „ამ გაყიდვებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების ჯამური ღირებულება იყო 12 105 189 დოლარი“, – აცხადებენ სააგენტოში.