სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა, გარდა 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებისა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღეიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი ბიზნესიდეები საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით.
განაცხადების მიღება დასრულდება 11 აპრილს, 15:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროგრამის გვერდს.
განაცხადის შესავსებად, დარეგისტრირდით საგრანტო კომპონენტის პლატფორმაზე Grantsenterprise.ge.