cnn-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ონლაინ აუქციონზე 63 000 დოლარად გაიყიდა Louis Vuitton-ის ახალი ხელჩანთა, რომლის ზომები 657 x 222 x 700 მიკრომეტრს შეადგენს.
“მიკროსკოპული ჩანთა“ადამიანის თვალისთვის ძნელად შესამჩნევი მოყვითალო-მომწვანო ხელჩანთა Louis Vuitton-ის დიზაინით არის შექმნილი, თუმცა ის აღნიშნულ ბრენდს არ დაუმზადებია. “მიკროსკოპული ჩანთა“ ნიუ-იორკის ხელოვნების კოლექტივის ნამუშევარია.
ბრუკლინში დაფუძნებული ჯგუფი MSCHF, ამტკიცებს, რომ ჩანთა ნემსის ყუნწშიც კი ეტევა და უფრო პატარაა, ვიდრე ზღვის მარილის მარცვალი.
ჩანთა შეიქმნა ორფოტონიანი პოლიმერიზაციის გამოყენებით. წარმოების ეს სტილი მიკრო მასშტაბის პლასტმასის ნაწილების 3D ბეჭდვისას გამოიყენება. ის გაიყიდა ციფრული დისპლეით აღჭურვილ მიკროსკოპთან ერთად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ჩანთის ნახვა.სარეკლამო ფოტო დიზაინს უფრო დეტალურად გვიჩვენებს.აუქციონს ონლაინ აუქციონის სახლმა, Joopiter-მა უმასპინძლა, რომელიც დააარსა ამერიკელმა მუსიკოსმა ფარელ უილიამსმა.