2023 წლის იანვარ-ივნისში მინერალურის და დაგაზიანებული წყლების ექსპორტი 79.2%-ით გაიზარდა. პირველ 6 თვეში საქართველოდან 58 2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 32.4 მლნ აშშ დოლარის.
ტოპ-10 ქვეყნa, სადაც წელს საქართველომ მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით წყლები გაყიდა:
- რუსეთი – 33.1 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 7.1 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი – 6.1 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი – 6 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი – 1.1 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 705.5 ათასი აშშ დოლარი
- უზბეკეთი – 435.6 ათასი აშშ დოლარი
- პოლონეთი – 351.7 ათასი აშშ დოლარი
- ლიეტუვა – 322 ათასი აშშ დოლარი
- ტაჯიკეთი – 278.7 ათასი აშშ დოლარი