პირველი ქართული გორგოლაჭების კომპანია “მისკუზი” მაღაზიას ხსნის. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღაზია 30 აპრილს გაიხსნება, თბილისში, უნივერსიტეტის 2 ნომერში, 17 : 00 საათზე.
შეგახსენებთ, მისკუზი Miscusi – ეს არის საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული სამი საუკეთესო მეგობრის კოლაბორაცია. „მისკუზი“ იქნება ქართული ბრენდი, რომელიც საქართველოში მაღალი ხარისხის გორგოლაჭებს (როლიკებს) აწარმოებს და რომლებიც მორგებული იქნება ნებისმიერი სეგმენტის ადამიანზე.
გუნდმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში, რომელთაგან პირველი ბრიტანეთის საბჭოს პროექტი- Big Idea Challange- იყო, სადაც მოიპოვეს გამარჯვება. ამის შემდეგ იყო კონკურსი აწარმოე საქართველოს მიერ გამოცხადებული, სადაც უმაღლესი ფულადი ჯილდო მოიპოვეს და დაიწყეს საწარმოში გორგოლაჭების წარმოება.
“მისკუზიმ” დაარსა ფეერაციაც, რაც სამომავლოდ ღონისძიებების ჩატარებაში დაეხმარებათ.