თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ასობით ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. გახსნის ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობები, მათ შორის სახის მოხატვა, დრამების შოუ და ბენდ „ნიუტონის“ კონცერტი მოეწყო. ღონისძიების ფინალური აკორდი კი საზეიმო ფოიერვერკი გახლდათ, რომელმაც საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და გამორჩეული გახადა.
რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „ მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ დირექტორი თენგიზ კაპანაძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რიჩარდ რეკინა და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
ახალი რესტორანი ისანში, „ისანი მოლთან“ განთავსდა და „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ისანში მდებარე რესტორანი იქნება ადგილი, რომელიც ახლომდებარე უბნების მაცხოვრებლებს მოუყრის თავს და მათი საყვარელი მენიუებით გაუმასპინძლდება. ამასთანავე, რესოტრანში მისულ სტუმრებს, მათთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.
ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 6,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 60 ადამიანი დაასაქმა.ისანში მდებარე რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც სრულად მომხმარებელზეა მორგებული და აუმჯობესებს მათ კომფორტს. „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც მორგებულია შშმ პირებზე.
საერთო ჯამში, „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 150 მილიონ ლარს აღწევს. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში – 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 33 მილიონ ლარზე მეტია.
დღეის მდგომარეობით, „მაკდონალდს საქართველო“ 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.