2017 წლიდან 20 ჰექტარზე მეტ ფართობზე მდება პლანტაცია საქართველოს დასავლეთით, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერით, სუფთა წყლით და უნაკლო კლიმატით. 2022 წელს კომპანიამ ჯემების წარმოება MEMOJAM-ის ბრენდით. მათი წარმოებისთვის საკუთარ ნედლეულს – ლურჯ მოცვს, ასევე სხვა უმაღლესი ხარისხის ხილსა და კენკრას სანდო ფერმერებისგან იყენებს
კოპანიის დამფუძნებელის შალვა გიორგაძის განცხადებით : „ჯემების წარმოება ჩვენთვის ახალია, პროდუქციას სამეგერელოში არსებულ საწარმოში ვქმნით, სეზონიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მოცვისა და ლიმონის ჯემები გვაქვს, რამდენიმე დღეში კი რითეილ ქსელებშიც გამოვჩნდებით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულებული გვაქვს „ევროპროდუქტთან“, სხვა ქსელურ მარკეტებთან კი ჯერ კიდევ ვაგრძელებთ.
ამჟამად თვიური წარმადობა 10 000-20 000 ქილაა, თუმცა საწარმოს მაქსიმალური წარმადობა თვეში 100 000 ქილა ჯემია, შესაბამისად მოთხოვნის ზრდასთან ერთად რაოდენობასაც გავზრდით.“
ქსელურ მარკეტებში პროდუქტის განთავსებას თან გარკვეული დაბრკოლებებიც ახლავს, რაც თაროზე განთავსების მაღალ გადასახადს, რეტრო ბონუსების დაჯამებასა და თავად ქსელისგან დამატებულ პროცენტს გულისხმობს, რომლის შედეგადაც პროდუქტის თვითღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება.
„ახლახანს ვიმყოფებოდით Gulfood-ის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ჩვენი ჯემებიც გვქონდა წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა გალფის და ევროპის ქვეყნებიდან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე, ამ შემთხვევაში რუსეთზე, არ ვიყოთ დამოკიდებული, რადგან ეს ბაზარი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკმაოდ არასტაბილურია.
მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ ინდოეთის, ირანის, საუდის არაბეთის, კატარისა და უნგრეთის კომპანიებთან და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ.“ – აღნიშნა შალვა გიორგაძემ
2022 წელს საქართველოდან 1.215 მილიონი დოლარის ღირებულების 809 ტონა მურაბებისა და ჯემების ექსპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში პროდუქციის საექსპორტო ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 23%-ით გაიზარდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. 2022 წელს რუსეთში 928 000 დოლარის ღირებულების მურაბები და ჯემები გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 76%-ს შეადგენს. 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 48%-ით გაიზარდა.
კომპანია ჯემის წარმოების პროცესში 7 ადამიანს ასაქმებს და როგორც შალვა გიორგაძე ამბობს, წარმადობის ზრდასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება.