„ჰერბიას“ დამფუძნებლის ზურაბ ჯანელიძის განცხადებით უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასის ზრდა არ იგეგმება.კომპანია ამ ეტაპზე მოგება-ზარალის ზღვარზე მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაციის დარეგულირებამდე ფასები შეინარჩუნოს.
„ჩვენ მთელი 16 წლის მანძილზე, რაც ბაზარზე ვოპერირებთ, ერთადერთხელ გავზარდეთ ფასი, ისიც კოვიდის პერიოდში, როცა ენერგომატარებლებზე, საწვავზე, წყალზე, შესაფუთ მასალებზე და ყველა საშუალებაზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ამ დროს იძულებული გავხდით, რომ ფასში კორექტირება შეგვეტენა, რადგან პროდუქტის თვთღირებულება საკამოდ დიდი იყო.
ახლა კი, თუ რაიმე დიდი კატასტროფა არ მოხდა, ფასის ზრდას არ ვგეგმავთ, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი წარმოება, ჩვენი სასაწყობე მეურნეობა, გადამამუშვებელი წარმოება, პირადი ლოგისტიკა, დისტრიბუცია, დახლთან რომ სპეციალისტები დგანან, კონსულტანტების სახით, ისიც ჩვენი გვყავს და ეს ჯაჭვი გვაძლევს საშუალებას, რომ ფასი შევინარჩუნოთ და მოგება-ზარალის ზღვარზე ვიმუშაოთ.
სხვა შემთხვევაა, როცა პროდუქციას ფერმერებისგან ვიბარებთ, ამ დროს მათ თავიანთი ხედვა აქვთ ფასთწარმოქმნაზე, ამიტომ ჩვენ იძულებული ვხდებით, რომ საფასური დავაკორექტიროთ“, – აცხადებს ზურაბ ჯანელიძემ.
“ჰერბია” ბაზარზე 16 წელია ოპერირებს და მომხმარებლებს საკუთარი პირველადი წარმოებისა და ფერმერებისგან მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს სთავაზობს.