“მომავალი ჩვენია”- „გალფი“-ს და “პეტროკას ენერჯი ჯგუფის” ახალი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ჯგუფში შემავალ სოციალური პროექტების ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის: განათლების ხელშეწყობას ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაციას, ქართული კულტურის მხარდაჭერას და ქველმოქმედებას.
ინიციატივის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა “გალფის სასტიპენდიო პროგრამა”, რომლის თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.
კომპანია “გალფის” მხარდაჭერით და “არველაძეების ფონდის” ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, სადაც მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე.