დღის სიახლეებისიახლეები

მონპელიეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად უფასო იქნება

0
გაზიარება

მონპელიე საფრანგეთის უდიდესი მეტროპოლია ხდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. „ევროპულსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით გადასახადი მიმდინარე წლის 21 დეკემბრიდან მთლიანად გაუქმდება.

ინოვაციის მთავარი მიზანი ქალაქში კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა, რომ საცობებმა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვმა მოიკლოს. მონპელიე უფასო ტრანსპორტის ექპერიმენტს დიდი ხანია, ატარებს: ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა შაბათ-კვირას გახდა შესაძლებელი, ხოლო 2021 წელს ფასიანი მგზავრობა 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის და 65 წლამდე მოხუცებისთვის გაუქმდა. ამჯერად ტრანსპორტი ყველასთვის უფასო იქნება, რითიც როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე, ტურისტები ისარგებლებენ.

ანალოგიური სქემა საფრანგეთის 39 რეგიონში მოქმედებს.

„ევროპულსის“ ცნობით, ჰაერის დაბინძურებასთან, კლიმატის ცვლილებასთან და საცობებთან საბრძოლველად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფებს ევროპის სხვა ქალაქებშიც აუქმებენ. კერძოდ, პრაღაში ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა იმ დღეებში არის უფასო, როცა ქალაქში სმოგი, ანუ შავი სქელი ნისლია, რომელიც ბოლისა და ჭვარტლისაგან

პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო 18 წლამდე ბავშვებისთვის გახდა. ამ გადაწყვეტილებით ხელისფლება, სხვა საკითხებთან ერთად, ცდილობს, შეამციროს მშობლების ავტოგარბენი, რომლებსაც სკოლებში ბავშვები მანქანებით დაჰყავთ. ბრიუსელში უფასო მგზავრობით 25 წლამდე ახალგაზრდები სარგებლობენ, ხოლო ლუქსემბურგში სამგზავრო ტარიფები მთლიანად გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!