ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი პროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია,რომ საკუთარი ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები, 88% -დროულად იხდის გადასახადებს, 71% – აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო 70% – გააზრებულად ეკიდება შესყიდვებს და შესყიდვისას განიხილავს ალტერნატივებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს დანაზოგს (57%), ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად (25%).
„ფინანსური განათლების მოქმედი სტრატეგია შემუშავდა და საქართველოში მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნის პირველ პრეცედენტს წარმოადგენდა. ფინანსური განათლების ახალი, ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას: ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვა, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელება და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფა,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პროექტშია აღნიშნული, საკუთარი ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები, 88% -დროულად იხდის გადასახადებს, 71% – აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო 70% – გააზრებულად ეკიდება შესყიდვებს და შესყიდვისას განიხილავს ალტერნატივებს.
„ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ.ამასთან, ნაკლებია ნდობა ფორმალური სისტემებისადმი, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს დანაზოგს (57%), ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად (25%).
მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები აჭარბებდა შემოსავალს. აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი მიმართავდნენ სესხებას, თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს, მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%).
დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები ეყრდნობა 2019 წელს, „OECD/INFE-ის“ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით საქართველში ჩატარებულ ფინანსური განათლების დონის კვლევას