RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

„მოვითხოვთ კაზინოებსა და სლოტ კლუბებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს“- გიორგი ბახტურიძე

0
გაზიარება

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალ ინიციატივებს წარადგენენ, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ინდუსტრია ვალდებული გახდება ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაიხადოს, კაზინოებსა და სლოტ კლუბებში კი თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს.

„ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, 2020 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულწლოვნები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მიყიდვა აეკრძალოთ. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, თამბაქოს ინდუსტრიას დაევალოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა, როგორც კონვენციის მეცხრამეტე მუხლში წერია. ზიანი დათვლილია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ლაპარაკია წელიწადში მილიარდ ნახევარ ლარზე (გადასახადების გარდა), როგორც ეს 50 ქვეყანაშია. თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისრება სპეციალური გადასახადი, კომპენსაცია, რათა მათ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდეს. ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმენლად, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით. ამ საერთაშორისო პრაქტიკას მივაწვდით ხელისუფლებას, რათა მომავალი წლიდან ჩვენთანაც გადმოვიღოთ.მოგეხსენებათ, კაზინოებსა და სლოტ კლუბების ნაწილში მოწევა დაშვებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვითხოვთ, სათამაშო ბიზნესში ამ ლეტალური პროდუქტის გამოყენება სრულად აიკრძალოს“,- აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!