დღის სიახლეებისიახლეები

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

0
გაზიარება

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ ეტაპზე, ასე თუ ისე, მისაღებია ფერმერებისთვის“, – განაცხადა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქარდავამ განაცხადა.

ქარდავას თქმით, მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება, უხარისხოს შემთხვევაში ფასები უფრო დაბალია.

„თუ თხილი მშრალი და ხარისხიანია, მისი ღირებულება 5 ლარიდან იწყება. აქ საუბარია გაუტეხელ თხილზე. უხარისხოს შემთხვევაში ფასები უფრო დაბალია. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი, რომელიც აქამდე მოდიოდა, იყო მოუვლელი ბაღებიდან, რადგან ფერმერებმა იციან, რომ აქვთ დაბალი ხარისხის თხილი, იშორებენ. შედარებით მაღალი ხარისიხს პროდუქტი, რომელიც შეწამლულია და დაცულია ის პროცედურები, რომელიც საჭიროა მისი ხარისხის მისაღებად, ბაზარზე უფრო იშვიათად შემოდის, რადგან ფერმერი ამ თხილს აშრობს და ელოდება უფრო მაღალ ფასს. შესაბამისად, ველოდებით, რომ აგვისტოს ბოლოდან თხილის ხარისხი გაუმჯობესდება“, – განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ზუსტად დადგენილი არ არის თხილის საექსპორტო ფასი.

„რაც შეეხება საექსპორტო ფასებს, ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა თხილის გულის ფასი ამჟამად 7 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც შეეხება ხარისხის, ამ მხრივაც არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია, ბევრად უკეთესი მოსავალი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ აქტიურად მოხდება ფერმერების მხრიდან თხილის მოვლის პროცედურების გავლა, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. ბევრი თხილს ფაქტობრივად, არ უვლის ან აკეთებს იმის 10%-ს, რასაც უნდა აკეთებდეს“, – განაცხადა ქარდავამ.

ასოიაციის დირექტორმა საექსპორტო ბაზრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული თხილის 80% ევროკავშირის ბაზრებზე გადის.

„ქართული თხილის უმთავრესი მომხმარებელია ევროკავშირი, თუმცა ბოლო პერიოდში ახალი ბაზრებიც ჩნდება – გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ყატარი. შედარებით ახალია ჩინეთის ბაზარი, სადაც უმეტესად გაუტეხავი თხილი გადის“, – განაცხადა ლევან ქარდავამ.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!