დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიო ავიარეისებისთვის მარტის თვე ყველაზე იაფ პერიოდად დასახელდა

0
გაზიარება

ბრიტანული The Mirror-ის მიერნ გავრცელებული ინფორმაციით ტურისტული კომპანია Destination2-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიო ფრენებისთვის მარტი 2023 წლის ყველაზე იაფ თვედ დაასახელეს.

კვლევამ თანახმად 2023 წლის ტოპ ათეულის ფრენებიდან მარტი ყველაზე იაფი თვეა თურქეთის, საბერძნეთის, ხორვატიის, ისლანდიის, კვიპროსისა და მალტის მიმართულებისთვის. ამასთან, მალდივებზე, ბარბადოსსა და მავრიკიში ფრენის ყველაზე იაფ პერიოდად თებერვალი დასახელდა.

„როცა საქმე იაფი დასვენების დაჯავშნას ეხება, დრო ყველაფერია, დაჯავშნის დღიდან დაწყებული ფრენის არჩეული დროით დამთავრებული,“ – წერენ Destination2-ის ანალიტიკოსები.

ექსპერტები მოგზაურებს გაზაფხულზე ბარბადოსის, მავრიკისა და მალდივის მონახულებას ურჩევენ, რადგან ავიაბილეთები, აპრილთან შედარებით, მარტში გაცილებით იაფი იქნება. მათი პროგნოზით, საბერძნეთის მზიან სანაპიროებზე მოგზაურობისთვის ფრენები თითოეულ მიმართულებაზე შესაძლოა, სულ რაღაც 17 ფუნტი სტერლინგი დაჯდეს.

The Mirror წერს, რომ გასულ კვირას Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ მიმდინარე წლის ავიაბილეთების ფასებზე ივარაუდა, რომ ფრენების ღირებულება ზაფხულის განმავლობაში გაიზრდება.

Destination2-ის ტურიზმის ექსპერტებმა დასვენების პოპულარული ადგილების სია შეადგინეს, ხოლო დასაჯავშნად და იაფი ფრენებისთვის 2023 წლის საუკეთესო თვეები შეარჩიეს.

  1. მალდივები – ლონდონიდან მალეში: ოქტომბერი (588 ფუნტი), ნოემბერი (589 ფუნტი), დეკემბერი (567 ფუნტი)
  2. თურქეთი – ლონდონიდან სტამბოლში: მარტი (31 ფუნტი), აპრილი (32 ფუნტი), მაისი (31 ფუნტი)
  3. მექსიკა – ლონდონიდან მეხიკოში: ივნისი (486 ფუნტი), სექტემბერი (480 ფუნტი), ოქტომბერი (480 ფუნტი)
  4. საბერძნეთი – ლონდონიდან ათენამდე: თებერვალი (17 ფუნტი), მარტი (17 ფუნტი), აპრილი (17 ფუნტი)
  5. ხორვატია – ლონდონიდან ზაგრებში: იანვარი (12 ფუნტი), თებერვალი (16 ფუნტი), მარტი (16 ფუნტი)
  6. ბარბადოსი – ლონდონიდან ბრიჯთაუნში: თებერვალი (231 ფუნტი), მაისი (359 ფუნტი), ივნისი (361 ფუნტი)
  7. მალტა – ლონდონიდან ვალეტაში: თებერვალი (16 ფუნტი), მარტი (18 ფუნტი), აპრილი (29 ფუნტი)
  8. კვიპროსი – ლონდონიდან ლარნაკაში: თებერვალი (18 ფუნტი), მარტი (17 ფუნტი), აპრილი (18 ფუნტი)
  9. ისლანდია – ლონდონიდან რეიკიავიკში: მარტი (18 ფუნტი), აპრილი (18 ფუნტი), ივნისი (24 ფუნტი)
  10. მავრიკი – ლონდონიდან მავრიკიში: თებერვალი (493 ფუნტი), მარტი (493 ფუნტი), მაისი (492 ფუნტი)

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!