დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიო სიმდიდრე 4%-ით, 255 ტრლნ დოლარამდე შემცირდა

0
გაზიარება

მსოფლიო ფინანსური სიმდიდრის მოცულობა 2022 წლის ბოლოს 4%-ით, 255 ტრლნ დოლარამდე შემცირდა, რაც გლობალურმა ინფლაციამ და უკრაინის ომმა განაპირობა. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია BCG-ის მსოფლიო სიმდიდრის ყოველწლიურ ანგარიშში (Global Wealth Report) არის ნათქვამი.

რაც შეეხება ზრდას, მსოფლიო სიმდიდრე გასული წლის ბოლოსთვის მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. თუმცა წელს ანალიტიკოსები პოზიტიური დინამიკის აღდგენას მოელიან და 5%-მდე, ანუ 267 ტრლნ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ.

BCG-ის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ 2022 წელს მსოფლიო სიმდიდრის მოცულობა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად შემცირდა. კერძოდ, ფინანსური სიმდიდრის მთლიანი მოცულობა, რაშიც ფინანსური აქტივები, ვალდებულებები და რეალური აქტივები შედის, 255 ტრლნ დოლარამდე შემცირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

მსოფლიო სიმდიდრის მთლიანი მოცულობა, კერძო პირების სიმდიდრის ჩათვლით, შარშან 516 ტრლნ დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მეტია, მაშინ, როცა 2021 წლის ბოლოს, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მთლიანი სიმდიდრე 10,6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 530 ტრლნ დოლარს მიაღწია. გასული წლის ნეგატიურ ტენდენციას BCG გლობალური ინფლაციის რეკორდულად მაღალ ტემპსა და უკრაინის ომს უკავშირებს.

2022 წელს ფინანასური სიმდიდრე შემცირდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, პირიქით, ზრდა გრძელდებოდა. BCG-ის შეფასებით, გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გასულ წელს ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში რუსული აქტივების მნიშვნელოვანი გადინება დაფიქსირდა, რის შედეგადაც 2022-2027 წლებში ახლო აღმოსავლეთმა ფინანსური აქტივების ყველაზე მაღალი, ანუ 9,6%-იანი საშუალო წლიური ზრდა აჩვენა. ზრდის მხრივ მეორე ადგილს პლუს 9%-ით აზია, ძირითადად, ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის გამო იკავებს.

შვეიცარია ფინანსური ტრანსსასაზღვრო სიმდიდრისთვის კვლავ „მსოფლიოს ყველაზე დიდ ადგილად“ რჩება, სადაც თავმოყრილმა ოდენობამ 2.4 ტრლნ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე 2,2 ტრლნ დოლარით ჰონგ კონგი, მესამეზე კი 1,5 ტრლნ დოლარით სინგაპურია. ტოპ 10-ეულში, ასევე, შედის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორმანდიის კუნძულები და მენის კუნძული, ასევე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები და ბაჰამის კუნძულები.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!